Monday, March 29, 2010


1 .პროექტი : პარიზი - ჩემი ოცნების ქალაქი

2 .პროექტის მოკლე აღწერა : ისტ-ის გამოყენებით მოიპოვეთ ინფორმაცია და შეასრულეთ მარტივი ხარჯთაღრიცხვა, რა თანხა დაგჭირდებათ პარიზში მოგზაურობისთვის.

3 .მონაწილეთა ასაკი - 12 წელი.

4 .ვადები - ხანგრძლივობა 1 თვე .

5 .პროექტის შესაძლო აქტივობები - ინფორმაციის მოძიება და ამ ინფორმაციის კლასში გამოთქმის და არგუმენტაციის , სხვისი მოსმენის ,დასკვნის გამოტანის , პრეზენტაციის უნარ-ჩვევების განვითარება.

6 .წინასწარი ცოდნა : მონაცემთა საშუალო არითმეტიკულის გამოთვლა , მონაცემთა სვეტოვანი , ხაზოვანი დიაგრამების აგება, მარტივი ამოცანები პროცენტებზე .

7 .მოსალოდნელი შედეგები : მოსწავლე მოიპოვებს დასმული ამოცანის ამოსახსნელად საჭირო თვისებრივ და რაოდენობრივ მონაცემებს , აგებს სხვადასხვა დიაგრამებს ერთი და იმავე მონაცემებისთვის და მსჯელობს თუ რა უპირატესობა აქვს თითოეულს.

8 .სარგებელი სხვებისთვის : თანაკლასელები , რომლებიც არ არიან ჩართული პროექტში .

9 .სამუშო ენა : ქართული .

10 .საგნებთან კავშირი : ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს გეოგრაფიასა და ისტ-ში.

11 .კლასში 27 მოსწავლეა .

12 .პროექტის სრული აღწერა : მოსწავლეები დაყოფილი არიან 4 ჯგუფად . მათ დაევალათ :
1. გაიგონ ტურისტულ კომპანიებში საფრანგეთის ავიაბილეთის ფასები . ამ ინფორმაციაზე
დაყრდნობით ააგონ ფასების სვეტოვანი და ხაზოვანი დიაგრამა.
2. ინტერნეტის საშუალებით მოიიონ საფრანგეთის სასტუმროები. დააზუსტონ მათი
ადგილმდებარეობა და პირობები . გაიგონ ფასები და ამ ინფორმაციით ააგონ
ფასების სვეტოვანი და ხაზოვანი დიაგრამა .
3. მოიპოვონ ინფორმაცია ისტორიული და ღირსშესანიშნავი ადგილების შესახებ.
გაიგონ ფასები : ეიფელის , ნოტრ-დამის , ტრიუმფალური თაღის , ლუვრის მუზეუმის ,
პიკასოს მუზეუმის , როდენის მუზეუმის , ვერსალის , ლევილის , დისნეი ლენდის და
სხვა . გაითვალისწინონ დღიური კვების დანახარჯიც . გამოთვალონ საშუალო დღიური
ხარჯი .
4. მოიპოვონ ფოტომასალა საფრანგეთზე და გააკეთონ სლაიდი .

13 . საბოლოოდ , ყველა ჯგუფმა შეაჯეროს მონაცემები . წარმოადგინონ სრულად ერთი ტურისტის მოგზაურობისთვის საჭირო თანხა . და რაც მთავარია , გაითვალისწინონ წლის რომელ სეზონზე არის ხელსაყრელი პარიზში ჩასვლა . დააზუსტონ , რამდენი ტურისტის წასვლის შემთხვევაში გაუკეთდებათ მათ ავია ბილეთზე და სასტუმროში 25% - იანი ფადაკლება .

14 . ამრიგად , ამ მარტივი ხარჯთაღრიცხვის შედეგად მოსწავლეებს დათვლილი ექნებათ პარიზში მოგზაურობის ოპტიმალური ვარიანტი .

15 . მოსწავლეები შეფასდებიან ინდივიდუალურად, ვინ რა წვლილი შეიტანა ჯგუფის მუშაობაში . როგორ მოიძიეს ინფორმაცია , როგორ დაამუშავეს , როგორ შექმნეს დიაგრამები და როგორ გააკეთეს პრეზენტაცია ისტ-ის დახმარებით .



16 .პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი -პროექტის დასრულების შემდეგ შედეგები გამოქვეყნდება ვებ გვერდის/ ბლოგის სახით.

No comments:

Post a Comment